SELF ბანაკის ხედვა
ბანაკი SELF მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ისეთ მომავალს, სადაც გოგონები და ქალები ადეკვატურად განათლებულები და მოტივირებულები იქნებიან და შეძლებენ თავიანთი ცხოვრების, ოჯახების, თემებისა და ქვეყნისთვის ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
SELF ბანაკის მისია
ბანაკის მიზანია ქართველ გოგონებს მისცეს განათლება და შთაგონება, რათა ცხოვრების ჯანსაღი წესის, გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, როგორც თავიანთ თემებში, ასევე ქვეყანაში, გახდნენ პოზიტიური როლური მოდელები და ლიდერები.
ბანაკის მიმოხილვა
SELF ბანაკი ხელს უწყობს ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცა ცოდნა, ინიციატივა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლიდერობა და სამოქალაქო ჩართულობა. ბანაკის განმავლობაში ბავშვები ჩართულები იქნებიან სხვადასხა ფიზიკურ და საგანმანათლებლო აქტივობებში, რომელთა მიზანიც ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების ხელშეწყობა იქნება. SELF ბანაკის ხელმძღვანელი გუნდი, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად დიდი სიფრთხილით გეგმავს მთლიანი ბანაკის გრაფიკს, რათა შეიქმნას ყოვლისმომცველი, ინტერაქტიული, სოციალური და სასწავლო გამოცდილება, რომელიც ამავდროულდ მოიცავს ჯგუფურ, გუნდურ და ინდივიდუალურ გამოწვევებს. ხელმძღვანელი გუნდი მართავს კარგი მაგალითს მიცემის პრინციპით, რაც გამოიხატება როგორც თანამონაწილეობისა და კარგი ქცევისკენ მითითიების გზით, ასევე პოზიტიური როლური მოდელების შექმნით.
ბანაკის განმავლობაში მონაწილეები:
|
ბანაკის ლიდერები და მათი დამხმარეები:
|
ისტორია
2008 წლის რუსეთ საქართველოს ომამდე, SELF ბანაკი გაიმართა 2005, 2006 და 2007 წლებში ქობულეთსა და აჭარაში საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებითა, რომელსაც მხარს უჭერდნენ და უძღვებოდნენ მშვიდომის კორპუსის მოხალისეები. 2010 წლის ზაფხულში მშვიდობის კორპუსმა ბანაკი განაახლა დასავლეთ საქართველოში, 2007 წლის ბანაკის მონაწილეები დაუკავშირდნენ ახლად ჩამოსულ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს და სთხოვეს, რომ აღედგინათ SELF ბანაკი. ამის შემდგომ ადგილობრივი უნივერსიტეტის მოტივირებულ გოგონათა ჯგუფმა, ინგლისურის მასწავლებლებმა, საერთაშორისო განათლების ცენტრმა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა გამოწვევა მიიღეს და მომდევნო, 2011 წელს, ქობულეთში წარმატებით განახორციელეს ბანაკი 30 ადამიანისთვის.
2012 წელს ქობულეთის წარმატებული ბანაკი დააფინანსა ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამამ (the US Embassy Democracy Outreach/Alumni Grants Program). ეს იყო ყველაზე დიდი SELF ბანაკი, რაც კი საქართველოში გამართულა. მასში მონაწილეობდნენ ორ%9
2012 წელს ქობულეთის წარმატებული ბანაკი დააფინანსა ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამამ (the US Embassy Democracy Outreach/Alumni Grants Program). ეს იყო ყველაზე დიდი SELF ბანაკი, რაც კი საქართველოში გამართულა. მასში მონაწილეობდნენ ორ%9