SELF ბანაკის სესიები და პროგრამის კურიკულუმი შექმნილია იმისათვის, რომ ბანაკის მონაწილეებს შეუქმნას მყარი საგანმანათლებლო საფუძველი, რათა მათ შეძლონ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე, საგანმანათლებლო სესიებისა და მაგალითების მეშვეობით, ბანაკი აქცენტს აკეთებს ქალების/გოგონების ლიდერობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობასა და გენდერული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. SELF ბანაკის თითოეულ დღეს გოგონები დაესწრებიან 2-3 საგანმანათლებლო სესიას, რომლებიც მოიცავს პრეზენტაციებს, ინტერაქტული აქტივობებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმს. SELF ბანაკში შექმნილია ხელმისაწვდომი, განსჯითი დამოკიდებულებისგან თავისუფალი გარემო, სადაც გოგონებს შეეძლებათ ისწავლონ და გახსნილად ისაუბრონ სენსიტიურ თემეზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოზარდთა ჯანსაღი განვითარებისთვის. ბანაკის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა, უნარები და თვითშეფასება, იმისათვის რომ იცხოვრონ უფრო ჯანსაღად, ინფორმირებულად და თავდაჯერებულად.
|
დიეტა და კვებიბანაკელები ისწავლიან ჯანსაღი კვების კომპონენტებს, როგორ მოამზადონ ნოყიერი საკვები, რომელი საკვების მოხმარება უნდა შეამცირონ ან გამორიცხონ კვების რაციონიდან.
ჰიგიენა და დაავადებაამ სესიაში ყურადღბა გამახვილებულია შემდეგ საკითხზე: ჰიგიენის ნორმების დარღვევის გავლენა ჯანმრთელობაზე და მისი დაცვის გაუმჯობესების მარტივი გზები, რომელიც გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
გენდერული თანასწორობაბანაკელები განიხილავენ საქართველოში გავრცელებულ გენდერულ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებს, რათა გაუმჯობესდეს გოგონებისა და ქალების მიმართ მოპყრობა.
|
ფიტნესი და სავარჯიშოSELF ბანაკში ყოველდღიური 2-3 სპორტული აქტივობის წყალობით, მონაწილეებისთვის ცხადი გახდება მოკლე და გრძელვადიანი სტაბილური ფიზიკური ვარჯიშის სარგებელი.
რეპროდუქციული ჯანმრთელობაSELF ბანაკის პარტნიორი ორგანიზაცია ჩაატარებს კულტურულად სენსიტიურ სესიას რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მათ შორის გავრცელებული ინფექციებისა და დაავადებების შესახებ.
ლიდერი ქალებიამ მნიშვნელოვან სესიაში ბანაკელები გაიგებენ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ იყო წარმატებული ქალი ლიდერი საქართველოში.
|
ნარკოტიკები, ალკოჰოლი და თამბაქობანაკელები შეიტყობენ პასიური მოწევის, წამლების ბოროტად (არადანიშნულებისამებრ) გამოყენებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების მავნე შედეგების შესახებ.
თვითშეფასებაGirls discuss common self-esteem issues girls and women face. They learn how to gain confidence in themselves and to encourage others.
ქალთა ლიდერებიმოხალისეობისა და თანასწორგანმანათლებლობის სესიები ბანაკელებს წაახალისებს, რომ თავიანთ თემებს გაუზიარონ ის, რაც ბანაკში ისწავლეს.
|