პროექტები YourSELF - წაიღეთ „სელფი“ სახლში
ბანაკის 5 დღის განმავლობაში გაიაზრებენ რა ისწავლეს კვირის განმავლობაში, რომელმა აქტივობებმა და სესიებმა მოახდინა მათზე გავლენა და როგორ შეიცვალა მათი შეხედულება ჯანმრთელობასა და ფიტნესზე. მონაწილეებს წაახალისებენ, რომ არა მოხოლოდ გაიზიარონ SELF ბანაკის ხედვა და მისია, არამედ ბანაკის განმვლობაში შექმნან საკუთარი გეგმა ან პროექტი, რომელიც დაეხმარებათ შეძენილი უნარ-ჩვევების განმტკიცებაში და/ან იმ ცოდნისა და ღირებულებების გავრცელებაში, რომელსაც ბანაკი ეფუძნებოდა. YourSELF პროექტები ერთი მხრივ შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, რომ გულისხმობდეს რეგულარული კვიბის რეჟიმისა და ვარჯიშის გეგმის შემუშავებას, ან მეორე მხრივ, ისეთი ამბიციური, რომ მიზნად ისახავდეს თემში გოგონების საფეხბურთო გუნდის ან გოგონების ლიდერობით სასკოლო კლუბის ორგანიზებას. ბანაკის ბოლოს გოგონებს ექნებათ მოტივაცია გაუძღვნენ საკუთარ პირად და სათემო ცხოვრებას. |