SELF ბანაკელებს სჯერათ, რომ ვარჯიში და ფიტნესი კარგია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური კეთილდღეობისა და თავდაჯერებულობისთვის. დამტკიცებულია, რომ რეგულარული ვარჯიში ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, აძლიერებს ძვლოვან და კუნთოვან სტრუქტურას და დადებითად მოქმედებს სისხლის წნევაზე. ასევე დადასტურებულია, რომ ვარჯიში ამცირებს შფოთვით შეგრძნებებსა და დეპრესიას, ზრდის ენერგიულობის დონეს. ვარჯიშის რეჟიმის შექმნა და მიყოლა იწვევს რეალიზებულობის განცდას. გოგონები არა მხოლოდ გაზრდილი ძალითა და ენერგიით მიიღებენ სარგებელს, არამედ თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ. ბანაკში ყოფნისას გოგონები ყოველდღიურად ისწავლიან ახალ სპორტულ და ფიტნეს აქტივობებს. თითოეული ბანაკელი შექმნის ვარჯიშის საკუთარ გეგემას, რომელსაც შეასრულებენ ბანაკის შემდეგ შინ დაბრუნებისას.
|
აერობიკაყოველ დილით ბანაკელებისთვის დღე დაიწყება ენერგიული ჯგუფური ვარჯიშებით, რომლებიც მოიცავს სირბილს, წყლის აერობიკას, ცეკვასა და სხვა სხეულის გამაჯანსაღებელ-გასაძლიერებელ ვარჯიშებს.
ფიტნესიSELF ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს ალტერნატიულ ფიტნეს აქტივობებს, როგორიცაა იოგა და „პილატესი“, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს მოქნილობაზე, ბალანსა და ძალაზე. ეს აქტივობები შესაძ
|
სპორტის გუნდური სახეობები
ბანაკელები იმუშავებენ თავიანთ გუნდებში, რომ შეეჯიბრონ ერთმანეთს სპორტული აქტივობების დროს. სპორტის გუნდური სახეობები მოიცავს ფეხბურთს, ფრენბურთს, “ქიქბოლსა“ და ფრიზბის.
გუნდური მუშაობაფიტნესისი შესახებ ზოგად ცოდნასა და უნარებთან ერთად, გოგონები გაიგებენ გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და დაუმეგობრდებიან თავიანთი გუნდის წევრებს, ლიდერებსა და სხვა ბანაკელებს.
|