SELF ბანაკი ეხმარება მონაწილეებს განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ თავიანთი თემის განვითარებაში. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ლიდერ ქალთა სესიაში, იმისათვის, რომ გაიგონ როგორები არიან ქართველი ლიდერი ქალები და როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას თავიანთ სფეროში.
SELF ბანაკი გაზრდის ლიდერებისა და დამხმარე ლიდერების სამოქალაქო ჩართულობის დონესა და ლიდერულ უნარებს. ლიდერები და მათი დამხმარეები თავიანთ ლიდერულ უნარებს განივითარებენ ისეთი ქმედებებით, რომლებიც მათ აქცევთ ბანაკელებისათვის ე.წ. როლ მოდელებად. მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად დაიფარება ბანაკელების ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
|